სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქაშუეთში წირვა ჩაატარა.
პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, რომ წმინდა გიორგი სწრაფად შემწე და დამხმარეა ყველა გაჭირვებული ადამიანის.
„წმინდა გიორგი განსაკუთრებით ახლობელია ჩვენთვის, ყველა ოჯახისთვის. არ არსებობს ისეთი ოჯახი თითქმის საქართველოში, სადაც ერთ ვიღაცას წმინდა გიორგის სახელი არ ერქვას.... კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა გიორგი სწრაფად შემწე და დამხმარეა ყოველი გაჭირვებული ადამიანის. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი”, ბრძანა ილია მეორემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.