დიმიტრი ქუმსიშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
06-05-2017, 10:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აღმასრულებელმა დირექტორმა, რემი რაიოქსმა შეხვედრაზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 50-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

 


ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პირველმა ვიცე პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები გააცნო.

 


შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. როგორც ცნობილია, ახლახან, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ თბილისში გახსნა წარმომადგენლობითი ოფისი. ამ ეტაპზე AFD-სთან მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოსთვის რესურსის გამოყოფის თაობაზე ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამისა და წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა/რეაბილიტაციის მიმართულებით.

 


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განსაკუთრებით პერსპექტიულია პარტნიორობა ტურიზმის, კურორტების განვითარების მიმართულებით.

 


საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ასევე, საქართველოს ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი