გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუცია, რომელიც იწყება სიტყვებით, „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი“, უნდა იყოს ყოველი ჩვენთაგანის
07-05-2017, 09:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში პროექტის, „მე და კონსტიტუცია“ ფინალი გახსნა.

 


პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უფროსკლასელთა კონკურსი „მე და კონსტიტუცია“ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უკვე მეორე წელია ტარდება და მას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორია“ ახორციელებს.

 


პროექტის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კონსტიტუციის ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა და უზენაესი კანონის პოპულარიზაციაა.

 


კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და დღეს საქართველოს კონსტიტუციის ცოდნაში ერთმანეთს 12 საჯარო სკოლის გუნდი ბრეინ რინგის პრინციპით შეეჯიბრა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა უფროსკლასელებს მადლობა გადაუხადა კონკურსში მონაწილეობისათვის, ქვეყნის ცხოვრებაში კონსტიტუციის მნიშვნელობასა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობაზე ესაუბრა.

 


„მიხარია, რომ ფიქრობთ კონსტიტუციაზე, მუშაობთ კონსტიტუციის ირგვლივ თქვენ, სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდა თაობა, რომლებმაც მომავალში უნდა გადაიბაროთ ჩვენი ქვეყნის მართვა, ჩვენი ქვეყნის განვითარება და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებული მომავალი.

 


კონსტიტუცია არ უნდა იყოს მარტო პოლიტიკური ელიტების, მარტო განსწავლული იურისტების, მარტო ძალიან ჭკვიანი კონსტიტუციონალისტების საქმე. კონსტიტუცია, როგორც ქვეყნის მთავარი დოკუმენტი, რომელიც იწყება სიტყვებით, „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი“ და რომელშიც ერთიანდება საქართველოს მთელი მოსახლეობა, უნდა იყოს ყოველი ჩვენთაგანის.

 


მე მიხარია, რომ თქვენ ასე დაგაინტერესათ კონსტიტუციამ და ჩაერთეთ ამ კონსკურსში“, განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფინალისტებს.

 


კონკურსის შედეგად, პირველი ადგილზე გასული გუნდი ბრიუსელში გაემგზავრება, მეორე და მესამე ადგილის პრიზიორები საჩუქრად ნოუთბუქებსა და პლანშეტურ კომპიუტერებს მიიღებენ.

 

 

კონკურსს საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციის უფროსთან, გიორგი აბაშიშვილთან და ეთნიკური უმცირესობების საკითხებში მრჩეველ სოფიო შამანიდთან ერთად ესწრებოდა.

 

კომენტარები: 1
#1   ბიძინა სავანელი
      
1. თუ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და მუხლი 5-ის ძალით ხალხი საქართველოს კონსტიტუციას აცხადებს და ხალხი ხელისუფლების წყაროა, მაშინ ჯერ საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუციის პროექტი მთავრობას უფასოდ უნდა დაერიგებინა, ან ბოლოს და ბოლოს ბიბლიოთეკებისათვის გადაეცა, და მერე საყოველთაო სახალხო განხილვა ჩაეტარებინა. ქართველობა ოდითგანვე მოაზროვნე ერია!
2. საკონსტიტუციო სასამართლომ დაამკვიდრა პრაქტიკა, რომლის თანახმად საქართველოს კონსტიტუციის ზოგად დებულებებს, სახელდობრ მეშვიდე მუხლს, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის სავალდებულო ძალა არ აქვთ და სასამართლო ხელმძღვანელობს მხოლოდ მეორე თავით გათვალისწინებული უფლებებით. (იხ. "მ. ნათაძე და სხვები პარლამენტის წინააღმდეგ"). და ეს მაშინ როდესაც კონსტიტუციის 39 მუხლი მას ამას ავალებდა. თქვენ კი კონსტიტუციის 39 მუხლი ზოგად ნაწილში გადაიტანეთ, რითაც მეორე თავით გათვალისწინებული უფლებებს ძირი გამოუთხარეთ.
7 მაი 2017 09:20
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი