გიორგი მარგველაშვილი: „ნათლად ჩანს, რომ რუსეთის ოკუპაციის მიმართ ქართული დიპლომატია და ქართული საზოგადოება, მხოლოდ გამარჯვებებს ზეიმობს“
07-05-2017, 09:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებისა და პარტნიორების ორგანიზებით რიყის პარკში მოწყობილ ევროპის დღეებში მიიღო მონაწილეობა.

 


პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარკში ევროპული ქვეყნების 18 სტენდია წარმოდგენილი. საელჩოს წარმომადგენლები მოსახლეობას ევროპული განათლებისა და სტუდენტური პროგრამების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან.

 


გიორგი მარგველაშვილმა ევროპის დღეებზე მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ევროპული არჩევანის მნიშვნელობაზე და მის შედეგებზე ისაუბრა.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე განსაზღვრა საკუთარი ევროპული არჩევანი, რომელ არჩევანსაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ.

 


„ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად განვსაზღრვეთ ეს არჩევანი და ვთქვით, რომ საქართველო ევროპულ, ევროატლანტიკურ სივრცეზე ორიენტირებული ქვეყანაა.

 


„ამ პოლიტიკურ არჩევანს არ აქვს ალტერნატივა იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც ქართული საზოგადოება აძლევს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მართავენ ქვეყანას.

 


„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, ყველაზე თამამ ნაბიჯებს დგამს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით“, აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებში დაასახელა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობა.

 


ბოლო დღეებში ამ თვალსაზრისით მიღწეული წარმატებებისათვის საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო უწყებას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ამერიკაში და ევროსაბჭოში საქართველოს ელჩებს, ასევე ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოში იანოშ ჰერმანს, რომლებმაც დღევანდელი დღე, არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სახალხო დღესასწაულად აქციეს.

 


ბოლო წარმატებებს შორის გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპაციასთან მიმართებაში ევროსაბჭოს კომიტეტის დასკვნა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული კანონი დაასახელა.

 


„არც ერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ოკუპაციას აღიარებს, არ იქნება ფინანსურად მხარდაჭერილი ამერიკის მიერ. ეს ის გამარჯვებებია, რომელსაც ჩვენ დიპლომატიურ არენაზე ვზეიმობთ. ნათლად ჩანს, რომ რუსეთის ოკუპაციის მიმართ ქართული დიპლომატია და ქართული საზოგადოება, მხოლოდ გამარჯვებებს ზეიმობს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


საქართველოს პრეზიდენტი ევროპის დღეებს ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად სტუმრობდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი