დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად ე.წ. მატროსოვის ციხეში დღეს მისი ადვოკატები შევლენ. როგორც ისინი აცხადებენ, მომავალი პროცესისთვის დაცვის სტრატეგია უნდა შეათანხმონ, მათ შორის, გეგმავენ შუამდგომლობა პროცესის გახსნაზე კვლავ დააყენონ.
ადოვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, გამოძიების მხრიდან იყო შეთავაზება დეკანოზ მამალაძისთვის, რომ მას ემხილებინა სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი. მისივე განმარტებით, შეთავაზებას იძულების სახე არ ჰქონია.
„დაკითხვის დროს, როდესაც შესვენება იყო, რამდენჯერმე შეთავაზებული იყო ზოგადი განხილვისთვის, რომ დაესახელებინა დეკანოზ მამალაძეს გვარები, კერძოდ, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი.
გამომძიებლები ეუბნებოდნენ მამა გიორგი მამალაძეს, ხომ იცით, რომ ყველასთვის ცნობილია, რაც ხდებაო და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ესენი დაპირისპირებულები არიანო. მამა გიორგის პოზიცია იყო, რომ აზრთა სხვადასხვაობა დაპირისპირებას არ ნიშნავდა და რომ მსგავს რაღაცას არ იტყოდა. მათ უნდოდათ რომ ყველაფერზე თავი დაეკრა მამა გიორგის და ასე არ არის. ამას არ ჰქონდა იძულების ხასიათი, თუმცა იყო შეთავაზებები. ამ შეთავაზებებს რომ არ დათანხმდა, ადგნენ და ბრალი დაუმძიმეს", განაცხადა რამიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.