ხონში „ხონელობა 2017" აღნიშნეს
08-05-2017, 03:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონში „ხონელობა 2017" აღნიშნეს. როგორც Guardian.ge-ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, „ხონელობას" მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღინისძიებები მიეძღვნა.

 

 

 

 

 

საზეიმო ღონისძიებები დილიდან, ხონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვალო-ლოცვით დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ ქალაქის ქუჩებში ლიტანიობა გაიმართა. მოგვიანებით კი, ქალაქის ცენტრში ხონელი მოქანდაკის დურუ ბარაბაძის ავტორობით შექმნილი მოსე ხონელის ძეგლი საზეიმო ვითარებაში მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ჯემალ მებუკემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა და პროექტის დამფინანსებელმა, ვახტანგ წივწივაძემ გახსნეს.

 

 

 

 

 

ხონელობას" მიეძღვნა კულტურული და სპორტული ღინისძიებები, რომელიც ცენტრალურ ბულვარში გაიმართა. ასევე, დღესასწაულის შემადგენელი ნაწილი იყო ყვავილების, ყველის, ჩაის, ჩირისა და ჩურჩხელის გამოფენა-გაყიდვა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ეთნოგრაფიული და ტრადიციული გასტრონომიული კუთხე, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა, საჯარო სკოლებისა და ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლის შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა.

 

 

 

 

 

ღონისძიებებს ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან ერთად, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გამგებელმა, ჯემალ მებუკემ სიგელები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი ჯილდო გადასცა კულტურისა და სპორტის სფეროში წარმატებულ ხონელ ახალგაზრდებს.

 

 

 

 

 

ხონელობასთან" დაკავშირებით, საკრებულოსთან არსებულმა „საპატიო ხონელის წოდების მინიჭების კომისიამ“და გამგებელთან არსებულმა მრჩეველთა საბჭომ წარდგენილ კანდიდატებს შორის სამი საპატიო ხონელი გამოავლინა. საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტს, პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს რამაზ ხუროძეს, დამსახურებულ პედაგოგს ლენა უგულავსა და ბიზნესმენს ილია ტყაბლაძეს საპატიო ხონელის წოდების დამადასტურებელი სიგელი და მედალი ჯემალ მებუკემ გადასცა.

 

 

 

 

 

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა პოლონეთის ქალაქ ანდრიხოვსა და ქალაქ ხონს შორის, რომელსაც ხელი გამგებელმა და ქალაქ ანდრიხოვის მერმა, ტომას ზაკმა მოაწერეს. შემდეგ კი, ხონის კულტურის ცენტრში, კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა", აღნიშნულია ხონის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი