ლევან იზორია: ვადასტურებ, რომ ძალიან მძიმე ფაქტები მოხდა და პასუხისმგებლობას მთლიანად ვიღებთ
06-04-2015, 00:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ლევან იზორია ადასტურებს, რომ ძალიან მძიმე ფაქტები მოხდა და შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებლობას მთლიანად იღებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განაცხადებით, პოლიციელებისათის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით, შესაძლოა კანონპროქეტი მომზადდეს. ამის შესახებ ლევან იზორიამ გადაცემა „იმედის კვირაში“ ისაუბრა.

 
“მძიმე ფონის საფუძველზე საუბარი იმაზე, რომ არავითარ განსაკუთრებულს ადგილი არა აქვს, საფუძველს მოკლებულია. მე ვადასტურებ, რომ ძალიან მძიმე ფაქტები მოხდა და პასუხისმგებლობას მთლიანად ვიღებთ, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად ვებრძოლოთ კრიმინალს, თუმცა ასეთი ტიპის დანაშაულებებისგან, ძალიან პროფესიონალი პოლიციელებიც არ არიან დაზღვეული ძალიან განვითარებულ ქვეყნებშიც”, – აღნიშნა ლევან იზორიამ და დასძინა, რომ პოლიციელებს მეტი უფლებამოსილება უნდა ჰქონდეთ. მინისტრის მოადგილის თქმით, შესაძლოა, კანონში გარკვეული ცვლილებები მომზადდეს.

 
“ჩვენ უნდა დავხვეწოთ კანონმდებლობა, პოლიციელს უფრო მეტი უფლებამოსილებები უნდა ჰქონდეს და ეს დღევანდელი დისკურსი იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ამ უფლებამოსილებებზე ვიფიქროთ და არა მხოლოდ იმაზე ვიფიქროთ, ხომ არ მოხდება ამ უფლებამოსილებების მინიჭებით გადამეტება, პოლიციელს უნდა ვენდოთ. პოლიციელებისვე დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მასაც უნდა ჰქონდეს რეალური ბერკეტები და მექანიზმები, რომ ეფექტიანად მოახდინოს საფრთხის თავიდან აცილება”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

 
მისივე თქმით, კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა და შსს-ს ხელმძღვანელობა მზადაა ეს პასუხისმგებლობა აიღოს. იზორიას განცხადებით, მდგომარეობა სტაბილურია და გაუარესებისკენ არავითარ ტენდენციას ადგილი არ აქვს.

 
“თუ ეს ტყუილია და სტატისტიკა გაყალბებულია, რაც გამორიცხულია, პირადად მე და ჩვენი ხელმძღვანელობა ამაზე ვიღებთ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. სამწუხარო ფაქტები ხდება, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვიქნებით მობილიზებული, რომ დაუნდობლები ვიყოთ ასეთი კრიმინალის მიმართ”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი