ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების ქვეითთა მომზადების ცენტრის პირველი საწვრთნელი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების რაგბის გუნდი იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცლებს.
მეგობრული ვიზიტისას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სარაგბო ნაკრებ გუნდსა და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების გუნდს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრა ბათუმში, სარაგბო სტადიონზე ჩატარდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გუნდმა ბრიტანლები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 22-10 დაამარცხეს.
25 ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორისაგან შემდგარი მორაგბეთა გუნდი საქართველოში რვადღიან ვიზიტად იმყოფება. ბრიტანელმა მორაგბეებმა ამხანაგური მატჩი 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან მჯდომარე ფრენბურთშიც გამართეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების სარაგბო გუნდი ბრიტნელებთან მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 9 მაისს, ქალაქ გორში, ჯიქის სტადიონზე გამართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.