თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი მეორე მოდულით გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოდულის თემა „ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის სამართლებრივი საფუძვლებია“ და მას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვეფხვია გრიგალაშვილი გაუძღვა.
უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებმა ეროვნული უსაფრთხოების კონსტიტუციურ საფუძველზე, რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩოსა და მისი პოლიტიკური დაგეგმვის სამართლებრივ ასპექტებზე იმსჯელეს. მსმენელებმა სამართლებრივი აქტები მიმოიხილეს და საკანონმდებლო ცვლილებებს გაეცნენ. სემინარზე საუბარი კანონებში არსობრივ წინააღმდეგობას, ასევე პრობლემების იდენტიფიცირების საკითხებს შეეხო.
უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამაა, რომელსაც DIB უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს. კურსი ორი თვე გრძელდება და სალექციო კვირეულებს, ტრენინგ-მოდულებს, პრაქტიკულ მოდულებსა და დისტანციური სწავლების მოდულებს მოიცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.