საქართველოში მყოფმა მოსკოვის ყოფილმა მერმა, იური ლუჟკოვმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას თქვა, რომ საქართველო, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს.
„მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს“, განაცხადა იური ლუჟკოვმა ბორჯომის პარკში, პროგრამა „მოამბე“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ლუჟკოვი გასულ წლებში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იმყოფებოდა, რითაც დარღვეული აქვს საქართველოს კანონი „ოკუპაციის შესახებ“. იგი ამბობს, რომ კანონის შესახებ სმენია, თუმცა საზღვარი ჩვეულებრივად გადმოკვეთა, მისი დოკუმენტაცია კი წესების შესაბამისად შემოწმდა.
„ჩვენ გადმოვკვეთეთ საზღვარი. ბუნებრივია, ყველა საბუთი შემოწმდა წესის მიხედვით, თუმცა მესაზღვრეებს ჩვენთვის შეკითხვებიც არ დაუსვამთ, ან რა შეკითხვები უნდა ყოფილიყო, ტურისტული ჯგუფი ჩამოვედით. ოკუპაციის კანონის შესახებ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც წარსულში იყო, ყველა უთანხმოება, წარსულში უნდა დარჩეს“, აღნიშნა ლუჟკოვმა.
მოსკოვის ყოფილმა მერმა ეკონომიკურ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოსთვის რუსული ბაზრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებმა მომავალზე უნდა იფიქრონ. მე ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობა, თუნდაც სავაჭრო სივრცე, განსაკუთრებით ქართული ღვინისთვის“, განაცხადა ლუჟკოვმა.
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი უკვე ოთხი დღეა, რაც საქართველოში მეუღლესთან ერთად იმყოფება. იგი საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა. როგორც შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, იური ლუჟკოვი საქართველოს საზღვარზე ლეგალური საბუთებით შემოვიდა, რის გამოც მესაზღვრეებს არ ჰქონდათ საფუძველი სხვა სახის გადაწყვეტილების მიღების.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.