სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გია მიქელაძემ და გამგებელმა, ვალერიანე ფოცხვერიამ იანეთი-ჯიხაიში-ხონის დამაკავშირებელი მაგისტრალის ნაწილობრივ აღდგენილი გზა მოინახულეს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმციით, მაჟორიტარმა დეპუტატმა და გამგებელმა ადგილზე მყოფ სამშენებლო კომპანია „სინოჰიდროს“ წარმომადგენლებთან გზის სრულად აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
გამგეობის ცნობით, შეხვედრა გაგრძელდა გომის თემში, სადაც საუბარი სამტრედია-ვანის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქციას შეეხო.
„ხელისუფლება შეწუხებულია ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემით. აქ აუცილებლობას წარმოადგენს ალტერნატიული გზით მოხდეს ინერტული მასალის გატანა“, აცხადებენ სამტრედიის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.