საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. საუბარი პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტში გაიმართა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსაზურის ცნობით, შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელთანაც სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა აკავშირებს. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოხატა ამერიკის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ამერიკის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

(აღნიშნული ფოტო ტრამპმა "თვითერის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა წარწერით - "მქონდა პატივი დღეს თეთრ სახლში მიმეღო საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი")
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მანამდე თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდა.
ინფორმაციას და ვიდეომასალას კვირიკაშვილის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამდღიან ოფიციალურ ვიზიტად აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.