ახალციხის მერმა, ვლადიმერ ზედგინიძემ და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, ორშაბათს, 8 მაისს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ქალაქის ცენტრალურ პარკში კედარის ხის ნერგები და ვარდები დარგეს. ინფორმაციას და ფოტომასალას ახალციხის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ახალციხის მერიაში აცხადებენ, ქალაქში გამწვანების აქცია ინტენსიურად მიმდინარეობს და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.