გიორგი კვირიკაშვილმა ვაშინგტონში, სენატორებთან გამართული შეხვედრისას, ორი ქვეყნისთვის „სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე" ისაუბრა
09-05-2017, 01:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტისას, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ რონ ჯონსონს, კომიტეტის თანათავმჯდომარეს, სენატორ კრის მერფის და სენატორ ჯინ შაჰინს შეხვდა. საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს სხვადასხვა მიმართულებით გაქტიურებული ორმხრივი ურთიერთობები.    

 

 

„გიორგი კვირიკაშვილმა სენატორებს საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც შეეხო. აღინიშნა, რომ ამერიკული ბიზნესინტერესები და ინვესტიციები ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს, ისე რეგიონის ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.    

 

 

სენატორთა მხრიდან ხაზი გაესვა აშშ-ს კონგრესში არსებულ მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. საუბარი შეეხო ამერიკელ კონგრესმენთა მიმართვის წერილს, სადაც მკაფიოდ არის ხაზგასმული საქართველოს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობა და მიღწეული წარმატება. ყურადღება გამახვილდა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტზე, სადაც პირველად დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.    

 

 

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.    

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბოლო პერიოდში გამოჩენილი განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის", ნათქვამია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.    

 

 

მათივე ცნობით, აშშ-ის სენატში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი