საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დღეს ომის ვეტერანს ოლგა ცალანს ესტუმრა და 91 წლის ვეტარანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ოლგა ცალანი ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობაში შეტანილი პირადი წვლილისათვის დააჯილდოვა და ფარმაცევტული კომპანია „ავერსისა“ და პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან 140 ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი გადასცა.
„ვულოცავ ყველა იმ ვეტერანსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძოლა ფაშიზმის დამარცხებისათვის და ვინც დაამარცხა კაცობრიობის ეს საშინელი სენი.
ვულოცავ და მადლობას ვეუბნები მათ, იმისათვის, რომ მსოფლიო არ ჩაიძირა ამ საშინელების მორევში.
სწორედ მათი დამსახურებაა, რომ კაცობრიობა ჰუმანიზმის იდეების ირგვლივ ტრიალებს“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.