გამარჯვების ზეიმი და ფაშიზმზე ბრძოლა არ უნდა გადაიქცეს თანამედროვე რუსული პოლიტიკის ზეიმად საქართველოში, ასე ეხმაურება „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე მოსკოვის ყოფილი მერისა და რუსი ბაიკერების საქართველოში ვიზიტს.
იგი მიიჩნევს, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელთა საქართველოში ყოფნა, საქართველოს ხელისუფლების და ქვეყნის სუვერენიტეტის შეურაცხყოფაა.
„გამარჯვების ზეიმი და ფაშიზმზე ბრძოლა არ უნდა გადაიქცეს თანამედროვე რუსული პოლიტიკის ზეიმად საქართველოში, არ უნდა გადაიქცეს იმ ადამიანების ზეიმად, ვინც აქტიურად მხარს უჭერს საქართველოს ოკუპაციას, ვინც პირადად მონაწილეობდა ცხინვალში ქართული სოფლების ნანგრევებზე რუსული სამხედრო ქალაქის შენებაში. ეს არის რა თქმა უნდა, ხელისუფლების პატივისცემა, რომ ასეთი ადამიანები იყვნენ შეზღუდული და ასეთ ადამიანებს არ ჰქონდეთ საშუალება დათარეშობდნენ საქართველოში,“ განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომელმაც დღეს ვაკის პარკში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გასულ წლებში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იმყოფებოდა, რითაც დარღვეული აქვს საქართველოს კანონი „ოკუპაციის შესახებ“.
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი უკვე ოთხი დღეა, რაც საქართველოში მეუღლესთან ერთად იმყოფება. იგი საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა. როგორც შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, იური ლუჟკოვი საქართველოს საზღვარზე ლეგალური საბუთებით შემოვიდა, რის გამოც მესაზღვრეებს არ ჰქონდათ საფუძველი სხვა სახის გადაწყვეტილების მიღების.
რაც შეეხება რუს ბაიკერებს, ე.წ. ღამის მგლების წევრები დღეს ვაკის პარკში იმყოფებოდნენ, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.