ფაშიზმზე გამარჯვებიდან 72 წელი გავიდა. ვაკის პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა, მათ ღვაწლზე ისაუბრა და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
„საქართველომ ფაშიზმზე გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ასიათასობით ქართველი შეეწირა ბრძოლას. ჩვენ ქედს ვიხრით მათი სახელების წინაშე, ვამაყობთ და მომავალი თაობებიც იამაყებენ მათი გმირობით. მინდა, ომის ვეტერანებს ჯანმრთელობა, დიდი ხნის სიცოცხლე და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება ვუსურვო“, განაცხადა ლევან იზორიამ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება მუსიკალურად საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა გააფორმა.
მათივე ინფორმაციით, მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი ვეტერანებს გაესაუბრა და მათ თავდადებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. ვაკის პარკში თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ლელა ჩიქოვანი და ნუკრი გელაშვილი, ასევე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდნენ.
ღონისძიება თბილისის მერიის „ბიგ-ბენდის" კოცერტით გაგრძელდა. მეორე მსოფლიოში ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვაკის პარკში საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები მივიდნენ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უცნობი ჯარისკაცის საფლავთან პანაშვიდი გადაიხადა. დღესვე, ლევან იზორიამ საქართველოს მთავრობის სახელით ვეტერანებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.