26 მაისის აქციაზე პოლიციელის დაღუპვა დაგეგმილი იყო, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა დაკითხვაზე აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს რათა ადამიანების გარდაცვალების რეალური მიზეზები დაადგინოს. ამასთან, ბურჯანაძის თქმით, სპეცრაზმს მისი ლიკვიდაცია ჰქონდა დავალებული.
ნინო ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ 26 მაისს არ მომხდარა მიტინგის დაშლა, არამედ ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია.
"დაგეგმილი იყო რომ მსხვერპლი ყოფილიყო და დაღუპულიყო პოლიციელი. ვუსამძიმრებ ყველა დაღუპულის ოჯახს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სიმართლე დადგინდეს", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, აქციაზე, ნამდვილი ტყვიები ესროლეს მანქანას, სადაც მისი შვილი იჯდა, რაზეც რეაგირება ითხოვა. თუმცა, ბურჯანაძის თქმით, ამაზე წინა ხელისუფლების პრიობებში პროკურატურას რეაგირება არ მოუხდენია.
სასამართლო პროცესზე 26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის ვლადიმერ მასურაშვილის დედაც იმყოფება. დარბაზში იმყოფებიან ასევე შოთა უტიაშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.