„კონსტიტუციაში პრეზიდენტი იქნება უმაღლესი მთავარსარდალი, რა თქმა უნდა, ნათქვამია, რომ ეს სტატუსი შენარჩუნებულია, თუმცა, არც ერთი ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა უნდა განახორციელოს, ფაქტიურად აღარ არის შენარჩუნებული", პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში გააკეთა.
„პირველი და მნიშვნელოვანი ეს არის უშიშროების საბჭოს საკითხი. წარმოდგენილი მოდელი გვთავაზობს გავაუქმოთ უშიშროების საბჭო და შევქმნათ თავდაცვის საბჭო, რომელიც ფუნქციონირებს მხოლოდ ომის დროს.
პროექტის მიხედვით, პრემიერმინისტრი ეუბნება პრეზიდენტს გამოაცხადოს ომი და პრეზიდენტს არ აქვს არავითარი უფლება იკითხოს რატომ აცხადებს ომს. პირდაპირ უნდა მოაწეროს ხელი ამ დოკუმენტს კითხვის გარეშე და გადაუგზავნოს ის პარლამენტს.
ჩემი კითხვაა - რა საჭიროა ასეთი ხელმოწერა. ან რა საჭიროა ასეთი მთავრსარდლის ფუნქცია, რომელსაც არც ეკითხებიან, მიგაჩნია, რომ ომი გამოსაცხადებელია თუ არა“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ტრადიცია, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები თავის თავს ხედავენ ქვეყნის, სახლემწიფოს ხელმძღვანელის ამრჩევად.
საქართველოს პრეზიდენტი მმართველი ძალის განცხადებებს გამოეხმაურა, რომ თითქოს პირდაპირი წესით პრეზიდეტის არჩევის შემთხვევაში ჩნდება ოდიოზური ფიგურის არჩევის საფრთხე.
„რატომ ვეუბნებით მოქალაქეებს, რომ თქვენ არ ხართ კვალიფიციური აირჩიოთ პრეზიდენტი, რომ თუ თქვენ მოგანდეთ არჩევანის უფლება, თქვენ აირჩევთ ოდიოზურ ფიგურებს.
ოდიოზური ფიგურები პოლიტიკაში ყოველთვის ჩნდებიან, დღეს 9 მაისია, ერთ-ერთ ასეთ ოდიოზურ ფიგურაზე გამარჯვების დღესასწაული. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მოვიდა ეს პოლიტიკური ფიგურა ხელმძღანელობაში? ოდიოზური ფიგურა სხვა თემაა.
დემოკრატიის ძირი და საფუძველი ამომრჩეველია. ხალხს რომ ართმევ ამ უფლებას არგუმენტი ის, რომ თურმე, ხალხმა შეიძლება ოდიოზური ფიგურა აირჩიოს, ჩემი პოლიტიკური ფილოსოფიისთვის მიუღებელია“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.