ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წევრი ახალქალაქის და ნინოწმინდის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქიდან ენზელ მკოიანი, გამგეობის თანამშრომლები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გაგიკ კარსლიანის ხელმძღვანელობით, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი და საკრებულოს დეპუტატები მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდნენ.

გამგეობის პრესსამსახურის ცნობით მათ, ნინოწმინდის მოსახლეობასა და მოსწავლე-ახალგაზრდობასთან ერთად გვირგვინით შეამკეს ქ. ნინოწმინდის პარკში მდებარე ომში დაღუპული ჯარისკაცების ძეგლი, რის შემდეგაც ნინოწმინდის კულტურის ცენტრის, სოფლების მხატვრული ანსამბლებისა და ახალგაზრდა შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.