საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ბობ კორკერს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სენატორმა ბობ კორკერმა, კომიტეტის სახელით, დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის დახმარებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. ითქვა, რომ ქვეყანა წარმატებით უმკლავდება რეგიონალურ გამოწვევებს და ინარჩუნებს სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნის სტატუსს.
ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის მნიშვნელობა.
პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა სენატორ ბობ კორკერს, როგორც საქართველოს მეგობარს და გულშემატკივარს, სხვადასხვა დროს მის მიერ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებების გამო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.