დაჭრილი პოლიციელის, ვალერიან გრძელიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიისცენტრის ექიმმა, პროფესორმა გია აზმაიფარაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესებელია. "პაციენტი უკვე გონებაზეა, საუბარი შეუძლია, მაგრამ კვლავ მართვით სუნთქვაზე არის. ქირურგიული თვალსაზრისით გაუმჯობესება არის. თუ რამე გართულება არ მივიღეთ, ავადმყოფი წესით კარგად უნდა იყოს. ამას დროს გვაჩვენებს", - განაცხადა გია აზმაიფარაშვილმა და დაამატა, რომ პაციენტს ჩაუტარდა ერთი ოპერაცია, ნაწლავის მრავლობით დაზიანებაზე.
"ვალერიან გრძელიშვილს აქვს ერთი გამჭოლი ჭრილობა, თუმცა ეს ჭრილობა ისეთი ღრმა არის, რომ მან ნაწლავების მრავალობითი დაზიანება გამოიწვია", - განაცხადა გია აზმაიფარაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.