ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში დაღუპულ მაღაროელთა ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ როგორც კომპანიის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.
გიორგი გახარიამ თქვა, რომ მომხდართან დაკავშირებით ჩატარდება მაქსიმალურად ღია გამოძიება და მისი შედეგების შესაბამისად, ყველა დამნაშავე პირი დაისჯება.
„დღეს ალბათ, არ არის ის მომენტი, როცა ჩვენ მტყუან-მართალი უნდა ვეძებოთ. აქ არის ის მომენტი, როცა მაღაროელებს უნდა დავუდგეთ გვერდით და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ოჯახის წევრებს და მაღაროელების საზოგადოებას ეს ტრაგიკული დღე, ტრაგიკული მოვლენა შევუმსუბუქოთ“, თქვა გახარიამ.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში დაღუპული 4 მეშახტის ცხედრები ნაპოვნია და ამოყვანილია შახტიდან. სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.