თბილისში, მეტროსადგურ „წერეთლიდან“, ძლიერი დაკვამლიანების გამო, ცოტა ხნის წინ მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა და ამ დროისთვის აღნიშნული მეტროსადგური დაკეტილია.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ამ დროისთვის დაკვამლიანების გამომწვევი მიზეზი ოფიციალურად არ სახელდება. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ესკალატორის სამართავი პულტის კაბელს გაუჩნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.