საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სენატის სამხედრო კომიტეტის წევრს, სენატორ ტომ კოტონს შეხვდა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, რეგიონალური უსაფრთხოების თემებს, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, აღნიშნულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას შეეხო.
ხაზი გაესვა საქართველოს უსაფრთხოების მნიშვნელობას მთლიანად რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.
სენატორმა, ტომ კოტონმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე სამშვიდობო მისიებში. სენატორმა გამოხატა ამერიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.