ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება რუსეთის მიერ დე ფაქტო რეჟიმებთან ე.წ შეთანხმებების ხელმოწერასთან დაკავშირებით
06-04-2015, 03:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მირჩა დუშას შეხვედრის მთავარი თემები თავდაცვის სფეროში საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა, ურთიერთობა ნატოსა და ევროკავშირთან იყო.

 
რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, რუმინელი კოლეგის, ვიქტორ პონტას მოკითხვა გადასცა და აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტით მოხარულია. შეხვედრაზე მხარეებმა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტსა და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრეს. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო განუხრელად მიჰყვება ევროპული ინტეგრაციის კურსს, რაც საერთო ეროვნულ არჩევანს წარმოადგენს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობას.

 
ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის თავდაცვის მინისტრს პროცესში აქტიური ჩართულობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ასევე ისაუბრა რუსეთთან დეესკალაციის პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის პარალელურად ახორციელებს და აღნიშნა, რომ პოზიტიური დინამიკა ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებში, პოლიტიკურ ვითარებას არ ცვლის.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმებთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ შეთანხმებების ხელმოწერასთან დაკავშირებით. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უკრაინაში განვითარებული მოვლენები. შეხვედრის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის თავდაცვის მინისტრი მოიწვია საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც ბათუმში 25-27 ივნისს გაიმართება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი