ახალციხეში ამ წუთებში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტყიბულში, დაღუპული ოთხი მეშახტის ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრა. დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
„მინდა დღევანდელი შეხვედრა სამძიმრით დავიწყო. გუშინ ტყიბულში ოთხი მეშახტე დაიღუპა და მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყებამდე.
დღევანდელ განხილვას არ ესწრება საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა, ოპოზიციური სპექტრი, რომელიც განხილვებში მონაწილეობს, სრულად იქნება წარმოდგენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.