დავით უსუფაშვილი: კონსტიტუციამ მრავალი ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა უნდა უზრუნველყოს და არა პირიქით
10-05-2017, 04:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რამდენიმე ინიციატივით გამოდის.

 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უსუფაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესმა უნდა გაგვაერთიანოს და არ უნდა დაგვყოს. კონსტიტუციამ მრავალი ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა უნდა უზრუნველყოს და არა პირიქით - ყოველი ხელისუფლება ცვლიდეს კონსტიტუციას საზოგადოების მორიგი გახლეჩის ფონზე.

 


თუ პროცესი დღევანდელ პოლიტიკურ კალაპოტში გაგრძელდა, კვლავ მივიღებთ არსებული ხელისუფლების და არა ქვეყნის მომავლის კონსტიტუციას, რაც მორიგ ჯერზე დაასუსტებს ქვეყნის სამართლებრივ-პოლიტიკურ ფუნდამენტს და რასაც ნებისმიერი შემდეგი ხელისუფლება კვლავ ნაჯახით მიადგება.

 


ყველამ, ავტორებმაც და ოპონენტებმაც, აუცილებლად უნდა გამოვნახოთ საკუთარ თავში თუ საკუთარ გუნდებში დამატებითი რესურსი ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადასადგმელად და გონივრული კომპრომისების მისაღწევად.

 


იმედს ვიტოვებ, რომ საკონსტიტუციო პროცესში ამ ეტაპზე მაინც პირადად ჩაერთვება საპარლამენტო მმართველობის პირობებში ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ფიგურა - პრემიერ მინისტრი, რომელიც მხოლოდ მმართველი უმრავლესობის ლიდერი არ არის და რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მხოლოდ აწმყოზე არ აკისრია.

 


ჩემი შეთავაზებაა:

 


1. საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის ახალი ტექსტი პარლამენტში კენჭისყრაზე არ დადგეს საშემოდგომო სესიამდე იურიდიულ კომიტეტში მისი დახვეწის გარეშე.

 


2. საპარლამენტო არჩევნების საკითხში დავუბრუნდეთ „ქართული ოცნების“ მიერ 2015 წლის ივნისში ინიცირებულ და კენჭისყრისთვის მომზადებულ პროპორციულ და სამართლიან საარჩევნო სისტემას.

 


3. საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი თუ არაპირდაპირი წესის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მივანდოთ 2020 წელს არჩეულ პარლამენტს", განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი