დავით უსუფაშვილი: ასე გაგრძელება უბრალოდ დაუშვებელია, არა ზვიადის, ედუარდის, მიშას, გიორგის მიმართ, არამედ ქართული სახელმწიფოს მიმართ
10-05-2017, 04:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის ინსტიტუტი ვერა და ვერ ვაქციეთ იმად, რაც კონსტიტუციაში დიდი ასოებით გვიწერია - სახელმწიფოს ერთიანობის სიმბოლოდ და გარანტად. ასე გაგრძელება უბრალოდ დაუშვებელია, არა ზვიადის, ედუარდის, მიშას, გიორგის მიმართ, არამედ ქართული სახელმწიფოს მიმართ, აღნიშნული განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

მისი აზრით, შექმნილ ვითარებაში სწორედ ამის გაუთვალისწინებლობა იქნება ოცნების" მიერ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება.

 

 

არის გამოსავალი. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მოდელითვე, ერთი მხრივ, 2023 წლამდე ქვეყანას ეყოლება პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი; მეორე მხრივ, გათვალისწინებულია გარკვეულ შემთხვევებში კონსტიტუციური ცვლილებების ორი მოწვევის პარლამენტის მიერ მიღება. ამ ორი პოლიტიკური და სამართლებრივი მიდგომის ერთობლიობა (სათანადო ტექნიკური დამუშავების შემდეგ), იძლევა შესაძლებლობას 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სისტემის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მივანდოთ 2020 წელს არჩეულ პარლამენტს. ამ შემთხვევაში მინიმუმ 4 წლით ერთნაირად დაკმაყოფილდება დღეს არსებული ყველა მოთხოვნა და პოზიცია, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება დაეფუძნება ხალხის უმრავლესობის გადაწყვეტილებას, ვინაიდან 2020 წლის საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პოლიტიკური ძალები გვერდს ვერ აუვლიან ამ საკითხს", განაცხადა უსუფაშვილმა, რომელიც დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი