საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიან ვიზიტად თურქეთში გაემგზავრა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორია სტამბოლში მე-13 საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენას „IDEF 2017“ დაესწრება და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღებას, ასევე უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებსა და პროგრამებს გაეცნობა.
უწყების ინფორმაციით, მე-13 საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. ლევან იზორია თურქ კოლეგას ფიქრი ისიკს, ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შუაი ალფაის და სახმელეთო ჯარების სარდალს, გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, არმიის გენერალ სალიჰ ზექი ჩოლოქს შეხვდება.
სამინისტროს განმარტებით, მე-13 საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენა, რომელსაც თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო მასპინძლობს, მასში მონაწილე ქვეყნებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. IDEF ევრაზიის რეგიონში ყველაზე დიდ თავდაცვის ინდუსტრიულ გამოფენას წარმოადგენს, ხოლო მონაწილე ქვეყნების, დელეგაციებისა და კომპანიების მხრივ მსოფლიოს მასშტაბით მეხუთე ადგილზეა. წელს გამოფენაში 53 ქვეყნის 781 კომპანია და 493 მაღალი რანგის უცხოელი დელეგატი მონაწილეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.