ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, რაც დღეს ხელისუფლებაში ხდება, საბავშვო ბაღის სიტუაციას ჰგავს. არეშიძემ ეს, გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას პოლიტიკოსების ატანა აღარ აქვს.
,,ის, რაც დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ხდება, ერთი დიდი საბავშვო ბაღის სიტუაციას ჰგავს, რომელიც უაღრესად უარყოფითად მოქმედებს საზოგადოებაზე. ქართული პოლიტიკური ელიტა, სახელისუფლებოც და ოპოზიციურიც, ისეთ მდგომარეობამდეა მისული, საზოგადოებას პოლიტიკოსთა ატანა აღარ აქვს. უზარმაზარი იმედი, რაც დაკავშირებული იყო 2012 წლის სახელისუფლებო ცვლილებებთან, თუ ჯერ კიდევ არ გამქრალა, სრულიად გაფერმკრთალებულია“,-აცხადებს არეშიძე.
მისივე თქმით, მუდმივი კამათის ფონზე, მოსახლეობა ხელისუფლების მიერ გაკეთებულ საქმეებს ვეღარ ხედავს.
,,დღეს საზოგადოება ვერ ხედავს, რას აკეთებს ხელისუფლება, ვერ ხედავს იმიტომ, რომ ეს გადაფარულია გაუთავებელი პოლიტიკური კინკლაობითა და ბავშვური ჟინიანობით. წარმოუდგენელი და მიუღებელი ვითარება შეიქმნა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის და საერთოდ მთელ პოლიტიკურ სივრცეში. რაც ხდება, ეს არის გამაღიზიანებელი აღმაშფოთებელი და სასაცილო. როდესაც პოლიტიკური სპექტრი სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს, ეს ურთულესი მდგომარეობის სიმპტომია. არ ვიცი, შეიძლება გამოუსწორებელი მდგომარეობისაც კი. შეგახსენებთ, სააკაშვილის ფინალი მაშინ დადგა, როდესაც ის სასაცილო და კომიკურ ფიგურად იქცა", - ამბობს ექსპერტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.