პროცესი მიდის არა „ბონუსური“ მოდელისკენ, არამედ არსებული საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის დატოვებისკენ, აღნიშნული განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ვარიანტი (ბლოკების აკრძალვას + 5%-იანი ბარიერი + გამარჯვებულ პარტიას მიაქვს მთელი „ბონუსი“) არის მორიგი ნაბიჯი დაუბალანსებელი ანუ არასტაბილური ერთმმართველობისკენ.
„ამ გზით არათუ დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა ვერ განვითარდება, არამედ თავად მმართველი პარტიაც მეტად გადაიქცევა სუს-ის, ანუ სტაბილურობის „ჭეშმარიტი ბურჯის“ პოლიტიკურ ანტურაჟად.
შესაბამისად, ეს მოდელი საბოლოოდ დაწუნებული იქნება ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო მოთამაშის მიერ. თუმცა, ამის შემდეგ გაირკვევა, რომ სხვა მოდელზე შეუძლებელია უმრავლესობის შიგნით შეთანხმება და ამიტომ დარჩება არსებული სისტემა. ამრიგად, შემოვლითი გზით, მაგრამ კვლავ იზეიმებს ნეო-ბოლშევიზმი...
გამოსავალია თავად „ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის წინ ინიცირებული, „ვენეცია გავლილი“, სახალხოდ განხილული და პარლამენტში კენჭისყრისთვის მომზადებული ვერსიისთვის მხარდაჭერა. ეს ვერსია ითვალისწინებს დაბალბარიერიან პროპორციულ არჩევნებს ყოველგვარი ექსკლუზიური „ბონუსის“ გარეშე და მის დამუშავებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ პარლამენტის დღევანდელი ლიდერებიც. სამწუხაროდ, წინა მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის ცალკეულ ლიდერებს არ ეყოთ პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა და ხელიდან გავუშვით ამ მოდელის კონსტიტუციურად განმტკიცების უნიკალური შანსი. დღეს ეს შანსი ხელახლა გაჩნდება, თუ თითო ნაბიჯს გადავდგამთ ერთმანეთისკენ", განაცხადა დავით უსუფაშვილმა, რომლის აზრითაც, ასევე უკეთაა გასააზრებელი, ორმაგი მოქალაქეობის მოდელი; კონსტიტუციური პრინციპების და უფლებების სისტემა და სტრუქტურა მათი შესრულება-დაცვის გარანტიებით; კომპეტენციები თავდაცვის სფეროში: დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტები; მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესება; საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება; თვითმმართველობის, მათ შორის, სუბსიდიარობის, სამართლებრივი დაცვის გარანტიები; პარლამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ვერ მიღების შედეგები;
„ეს სამუშაოები უნდა დავინახოთ როგორც ობიეტური აუცილებლობა და არა ავტორების ნაკლი ან ოპონენტების ახირება", აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.