დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ის პირველ ვიცე პრეზიდენტს შეხვდა
10-05-2017, 07:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, ფილიპ ბენეტმა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრა კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში ბანკის წლიური ფორუმის ფარგლებში მოეწყო.

 


შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც მის ფარგლებში ხორციელდება.

 

 

„აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ნდობას უცხადებს აღნიშნულ პოლიტიკას, რაც აისახა ბანკის 2016 წლის დეკემბერში მიღებულ სტრატეგიაში საქართველოს შესახებ. აღნიშნული სტრატეგია ეფუძნება მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას, მის მიზნებსა და ამოცანებს.

 


დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა. აღინიშნა, რომ ბანკის მიერ განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, რაც ჯამურად 3 მლრდ ევროს მოცულობის 200 პროექტს წარმოადგენს. ბანკი წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, საბანკო სექტორი, სოფლის მეურნეობა და სხვა. ამასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს კერძო სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია.

 


შეხვედრაზე აღინიშნა, ბანკის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების, დეპოზიტების დაზღვევის სისტემისა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის ჩარჩო მექანიზმის ამოქმედების მიმართულებით.

 


შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები", აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი