ევროპის დღეების ფარგლებში, ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის, ქალაქ ბოლნისის კერძო საშუალო სკოლა დავითიანისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის IX-XII კლასების ქართველმა და აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა სამხედრო ქვედანაყოფში ერთი დღე გაატარეს. მათ ვაზიანის სამხედრო ბაზის ტექნიკა, ასევე აღჭურვილობა დაათვალიერეს და სიმულაციურ ცენტრსაც ესტუმრნენ.
IV მექანიზებული ბრიგადის S2 დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ნიქაბაძემ მოსწავლეებს სამხედრო ნაწილის ისტორია გააცნო და ბრიგადის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი წარუდგინა. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მასტერ-სერჟანტმა ლევან ჯანგირაშვილმა კი, მოსწავლეებს ლექცია - „ევროკავშირის მისიები და საქართველო“ წარუდგინა. მან ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობასა და მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მოგვიანებით, ახალგაზრდებმა „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.
ქართველი და აზერბაიჯანული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეების შეიარაღებულ ძალებში სტუმრობა თავდაცვის სამინისტროსა და „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით განხორციელდა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.