საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებას ეხმაურება.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ფორმატები - ეს იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, ეს არის საყოველთაო - სახალხო განხილვა, ეს იქნება საქართველოს პარლამენტი. ამ ფორმატებში ვიმსჯელებთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება კონსტიტუციას და კონსტიტუციის თითოეულ მუხლთან დაკავშირებით რაციონალური გადაწყვეტილება ამის საფუძველზე მიიღება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.