სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები KFW- გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„KFW- სხვადასხვა ქვეყნებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ და სამტრედიის მაჟორიტრმა დეპუტატმა გრიგოლ მიქელაძემ, აღნიშნული ბანკი სამტრედიაში არსებული ერთ–ერთი ყველაზე მწვავე ინფრასტრუქტურული პრობლემის მოსაგვარებლად მოიწვია. საუბარია სამტრედიაში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობაზე. როგორც გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის წარმომადგენელმა აღნიშნა, სამომავლო პერსპექტივაში პროექტის დაფინანსება სრულიად რეალურია და გერმანიის მთავრობა მზად არის პროექტის დასაფინანსებლად“, აღნიშნულია სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.