საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის მდივან უილბურ როსს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ დადებით ბიზნესგარემოზე, სახელმწიფოსა და კერძო სექტორებს შორის აქტიურ თანამშრომლობაზე. ითქვა, რომ ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგენში პოზიტიურ პოზიციებს იკავებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პროექტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკული კომპანიების მონაწილეობა.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და სასტუმრო ბიზნესით ამერიკული კომპანიების დაინტერესებას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ძალისხმევისადმი - გარდაიქმნას ბიზნესის, ვაჭრობისა და ლოჯისტიკის რეგიონულ ცენტრად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.