უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ოთარ სიჭინავა სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებად უვადოდ გამწესდნენ. გადაწყევეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ცოტა ხნის წინ მიიღო.
"რუსთავი 2" -ის ინფორმაციით, ჩინჩალაძის და სიჭინავას უვადოდ გამწესებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
მიხეილ ჩინჩალაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. მას კანონის მიხედვით, სამწლიანი გამოსაცდელი ვადა აღარ ეკუთვნის. ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში მოსამართლედ უვადოდ გამწესდა.
ოთარ სიჭინავას უფლებამოსილების ვადა გასულ წელს ამოეწურა. დღეიდან კი ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატაში უვადო მოსამართლე იქნება.
იუსტიციის საბჭოს სხდომაზე კენჭისყრები გრძელდება. კენჭისყრას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ ერთ წევრი, ვახტანგ მჭედლიშვილი არ ესწრება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე ოთარ სიჭინავას, მიხეილ ჩინჩალაძეს, შორენა ყაველაშვილსა და გიორგი ჩემიას ხელახლა მოსამართლეებად გამწესებაზე მსჯელობს. 39 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი სულ 108 მოსამართლეს აქვს შეტანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.