ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიწის უცხოელებზე მიყიდვასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩნდება ახალი ნორმა და მზადდება კანონპროექტი, რომლითაც სათანადოდ იქნება მოწესრიგებული ეს საკითხი
11-05-2017, 04:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიწის უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე გასხვისების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შუალედური მიდგომა აირჩია, რითაც „დაცული იქნება, ერთი მხრივ, ეკონომიკური ინტერესები და მეორე მხრივ, საერთო ეროვნული, სუვერენული ინტერესები“. ამის შესახებ გაზეთი „რეზონანსი“ სტატიას აქვეყნებს სათაურით - „ უცხოელებზე მიწის მიყიდვა აღარ აიკრძალება“.

 


„მიწის საკითხთან დაკავშირებით იყო მსჯელობა კომისიაში. იყო ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიცია. ერთი ნაწილის აზრით, უცხოელებზე მიწის გაყიდვა სრულად უნდა აკრძალულიყო, მეორე ნაწილი კი თვლიდა, რომ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ეს საკითხი დარეგულირებული. ჩვენ ავირჩიეთ შუალედური მიდგომა და დღეს კონსტიტუცია აცხადებს, რომ მიწა არის განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი და ეს საკითხები მოწესრიგებული უნდა იყოს ორგანული კანონით“, განაცხადა კობახიძემ, რომლის განმარტებით, არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც უცხოელებზე მიწის გაყიდვის სრული აკრძალვა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა და შუალედური გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ არაკონსტიტუციურ ნორმას ვერ დაადგენდნენ“.

 


„კონსტიტუციაში ჩნდება ახალი ნორმა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ სათანადოდ მოხდეს ამ საკითხის რეგლამენტაცია უკვე ორგანული კანონით და უფრო მეტიც, უკვე მზადდება შესაბამისი კანონპროექტი, რომლითაც სათანადოდ იქნება მოწესრიგებული ეს საკითხი. დაცული იქნება, ერთი მხრივ, ეკონომიკური ინტერესები და მეორე მხრივ, საერთო ეროვნული, სუვერენული ინტერესები. ეს იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი კონსტიტუციის ახალი რედაქციითა და იმ კანონით, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 


გაზეთის ცნობით, აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე ინიციატივა არსებობდა, მათ შორის „დემოკრატიული მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წინადადებები. მათი კანონპროექტების მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლო-საკეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემა უნდა აიკრძალოს. ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა როგორც ოპოზიციის ნაწილი, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი