ირაკლი კობახიძე: „საპარლამენტო სისტემაში ხშირად ხდება ისე, რომ ირჩევენ ოდიოზურ ფიგურებს პრეზიდენტის თანამდებობაზე“
11-05-2017, 04:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა, რომ „როდესაც საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევ, აქ ჩნდება ძალიან დიდი დისბალანსი პრეზიდენტის ლეგიტიმაციასა და მის უფლებამოსილებებს შორის“ და დაამატა, რომ „საპარლამენტო სისტემაში ხშირად ხდება ისე, რომ ირჩევენ ოდიოზურ ფიგურებს პრეზიდენტის თანამდებობაზე“.

 


მან დაასახელა, თუ რა სახის პრობლემები შეიძლება წარმოიშვას საპარლამენტო სისტემის პირობებში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევისას.

 


„პრეზიდენტს აქვს ძალიან შეზღუდული უფლებამოსილებები საპარლამენტო სისტემაში, თუმცა ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია, რაც ხშირად წარმოშობს პრობლემებს და ამ პრობლემებს ადასტურებს მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება. პრობლემები სხვადასხვა სახით შეიძლება იყოს გამოხატული. ერთ-ერთი არის კომპეტენციებთან დაკავშირებით მუდმივი დავა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, რაც ევროკავშირის არაერთ ქვეყანაშიც კი დაფიქსირდა. მეორე პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ პირდაპირი არჩევის წესის პირობებში, საპარლამენტო სისტემაში ხშირად ხდება ისე, რომ ირჩევენ ოდიოზურ ფიგურებს პრეზიდენტის თანამდებობაზე, ევროკავშირის ქვეყნებშიც კი. თამამად შეიძლება ითქვას შემდეგი: იქ, სადაც საპარლამენტო სისტემებში პრეზიდენტებს ირჩევენ არაპირდაპირი წესით, არსად სისტემური პრობლემა არ წარმოშობილა“, განცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი