საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ირწმუნება, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელიც რამდენიმე დღის წინათ საქართველოში იმყოფებოდა, ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი და იგი მომავალში ქვეყანაში შემოსვლას ვეღარ შეძლებს.
„ამ ეტაპზე რაც მოხდა, განპირობებული იყო იმით, რომ თავის დროზე არ იყო შეყვანილი სიაში. ჩვენ შევიყვანთ მას ამ სიაში და საქართველოში ვეღარ შემოვა“, განუცხადა შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში თემის კომენტირებისას.
საქართველოში მყოფმა მოსკოვის ყოფილმა მერმა, იური ლუჟკოვმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას რამდენიმე დღის წინათ თქვა, რომ საქართველო, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს.
„მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს“, განაცხადა იური ლუჟკოვმა ბორჯომის პარკში.
ლუჟკოვი გასულ წლებში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იმყოფებოდა, რითაც დარღვეული აქვს საქართველოს კანონი „ოკუპაციის შესახებ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.