შალვა ხუციშვილი: შს სამინისტრო ე.წ. ფარული პოლიციელების ინსტიტუტის შექმნას გეგმავს
11-05-2017, 05:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. ფარული პოლიციელების ინსტიტუტის შექმნას გეგმავს. შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი განმარტავს, რომ შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს უწყება მთავრობას მიმდინარე თვეში წარუდგენს.

 

 

„ეს იქნებიან პოლიციელები, რომლებიც ატაშეებისგან განსხვავებით ღიად არ იმუშავებენ და უცხოეთის ქვეყნებში იქნებიან ფარულად. მათი მიზანი ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული მუშაობა იქნება. საუბარია იმ ორგანიზებულ დანაშაულზე, რომელსაც საქართველოსთან აქვს კავშირი, მსგავსი ინსტიტუტი ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს. ქვეყნები ამით ეხმარებიან ერთმანეთს, რომელიმე კონკრეტული ეთნიკური ორგანიზებული ჯგუფის წინააღმდეგ განხორციელდეს ეფექტური ბრძოლა პოლიციის მხრიდან”, აცხადებს ხუციშვილი.

 

კომენტარები: 1
#1   სოსო
      
ბატონო შალვა,საქართველოში ფარული პოლიცია (მათ შორის სხვა ქვეყნებისაც) დიდი ხანია ოფიციალურად მოქმედებს და მხოლოდ ისინი წყვეტენ ყველა მნიშვნელოვან საკითხს! თქვენ და თქვენნაირი პატიოსანი ადამიანები მხოლოდ შირმად სჭირდებათ ყველა ღიად ჩადენილი დანაშაული რომ შეგაწმინდონ და შემდეგ, როდესაც განტევების ვაცები დასჭირდებათ, თქვენ რომ გაგასამართლონ! ამის დასამტკიცებლად გეტყვით, რომ ნარკოტიკები საქართველოში უკვე ბანკის ანგარიშებზე გადარიცხვითაც კი იყიდება ღიად, მაგრამ თითსაც ვერ დააკარებთ. ყველა სტრუქტურას მივწერე ოფიციალურად მრავალჯერ მაგრამ კრიმინალი მართავს დღეს პროკურატურას, ხოლო შს სამინისტრო პროკურატურის ხელის საწმენდი ჩვარია. ნახეთ თქვენი უწყების კომპიუტერში რამდენი უტყუარი ფაქტები მაქვს დაფიქსირებული და მიხვდებით რომ სიმართლეს გეუბნებით! ჩვენ ერთი რაიონიდან ვართ. მე თქვენი რაიონის ხელმძღვანელი ვიყავი და გული მწყდება უბატონო ქიზიყის შვილებს ასე რომ გიყენებენ.
11 მაი 2017 09:37
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი