ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არსებულ სადავო შენობასთან დაკავშირებით სპეციალურმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო. კომისიის გადაწყვეტილებით, შენობას, რომელიც ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირების მიზეზი არაერთხელ გახდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ამავე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მუსლიმ თემს სოფელ მოხეში მეჩეთის აშენების შესაძლებლობა მიეცა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, Guardian.ge ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და სპეციალური კომისიის წევრს, ზაქარია ენდელაძეს ესაუბრა.
ენდელაძე ფიქრობს, რომ კომისიამ როგორც ქრისტიანების, ისე მუსლიმებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო.

(ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე)
„კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მუსლიმ თემს ექნება თავისი სალოცავის მშენებლობის საშუალება მოხეში, ხოლო სადავო შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რომელიც ექნება კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ საგენტოს.
მუსლიმთა სამმართველოს შესაბამისი საკუთრება გააჩნია ამ სოფელში მიწის სახით და ამ მიწაზე თემი შეძლებს ააშენოს მათთვის სასურველი სალოცავი - ამ შემთხვევაში მეჩეთი.
გადაწყვეტილების მიღების დროს, კომისიის წევრებს შორის 100%-იანი თანხმობა იყო ანუ სრული კონსენსუსის საფუძველზე მოხდა გადაწყვეტილების მიღება.
მე ვფიქრობ, რომ მიღებული გადაწყვეტილება საუკეთესოა“, განუცხადა Guardian.ge-ს ზაქარია ენდელაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.