პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო ექსპერტები იმყოფებოდნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ექსპერტებს სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საჩხერის სამთო-მომზადების სკოლის მეთაურმა სტუმრებს სკოლის ისტორიისა და ამოცანის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და სასწავლო პროცესი გააცნო.
SNGP-ის ექსპერტებმა ინფორმაცია სკოლის სამომავლო გეგმების შესახებაც მოისმინეს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა სკოლის ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და საწვრთნელი ტერიტორია დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.