რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში უამინდობამ პრობლემები შექმნა. როგორც Guardian.ge-ს სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც სავარგულების და სახნავ–სათესი მიწების ნაწილი დაიტბორა.

მათი ცნობით, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. შექმნილია სპეციალური კომისიაც, რომელიც შეისწავლის მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას, რის შემდეგაც, შესაბამისი ღონისძიებების გატარება მოხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.