ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიციელებს უფლება აქვთ, მოახდინონ ამ ადამიანის ლიკვიდაცია
06-04-2015, 05:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცველებს მოუწოდებს, პირველ რიგში, საკუთარი სიცოცხლე დაიცვან.როგორც პრემიერმა აღნიშნა, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია. მან ექიმებს დაჭრილის გადარჩენისთვის მადლობაც გადაუხადა და პირობა დადო, რომ სამინისტრო პოლიციელის ოჯახს მაქსიმალურად დაეხმარება.

 
„ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება და ხელის აღმართვა ჩვენი საზოგადეობის გამორჩეული წევრების წინააღმდეგ. მე მოვუწოდე შს მინისტრს, პროკურატურას, ყველას, რომ კრიმინალის წინააღმდეგ უნდა გავაათმაგოთ ბრძოლა. ვინაიდან მსგავსი ფაქტი მოხდა, მივმართავ ყველა პოლიციელს, იმოქმედონ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში. თქვენ გაქვთ კანონით მინიჭებული ყველა უფლება, რომ დაიცვათ პირველ რიგში საკუთარი სიცოცხლე“ , – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 
მანვე, იმედი გამოთქვა, რომ პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს მალე დააკავებენ. „წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციელებს აქვთ სრული უფლება, მოახდინონ ამ ადამიანის ლიკვიდაცია. ეს უფლება მათ კანონით აქვთ მინიჭებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 
დაჭრილი პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი პრემიერმა შს მინისტრთან ერთად მოინახულა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი