ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრისას, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, დავით სანაკოევმა შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ ცხინვალის მხარე ზნაურის რაიონში ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე საინჟინრო ნაგებობის აღმართვას აპირებს.
აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
„ვაპირებთ აღვმართოთ საინჟინრო ნაგებობა ზნაურის რაიონის სოფელ არანგარონთან (მანამდე იონჩა). გასულ წელს, ადგილობრივ მცხოვრებს მსხილფეხა საქონელი დაეკარგა, მანამდე სოფლიდან სხვა ქონებაც იკარგებოდა - სოფლის მცხოვრებლებმა ხელისუფლებას მიმართეს, რომ უსაფრთხოების აუცილებელი პირობები შეიქმნას“, განაცხადა სანაკოევმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ის მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილის საკითხზე. ცენტრალური ხელისუფლების შეფასებით, გიუნაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი ე.წ. განაჩენი, ისევე როგორც წაყენებული ე.წ. ბრალდებები არის საფუძველმოკლებული, ხელოვნურად შექმნილი და სრულად პოლიტიზირებული. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ აუცილებელია გიორგი გიუნაშვილის უახლოეს პერიოდში უპირობოდ გათავისუფლება.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და ღობეების აღმართვის შედეგად ადგილობრივებისთვის შექმნილ პრობლემებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის უკანონო ქმედებები, არღვევს ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს", აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.