სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად, 10-11 მაისს კახეთის რეგიონში განსაკუთრებით მძლავრი სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სეტყვასაშიში ღრუბლების მასების საერთო ფართობი 4200 კვადრატულ კილომეტრს აღემატებოდა, ხოლო სეტყვის მოსვლის ალბათობა 80-100% შეადგენდა. ღრუბლის მასებმა ახმეტის, თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, ყვარელის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები ეტაპობრივად მოიცვა. სტიქიის თავიდან ასარიდებლად სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 300-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. შედეგად, შემოსული ნალექის სრული მასა აღნიშნული მუნიციპალიტეტების თავზე ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.