თავდაცვის მინისტრი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღვთისმსახურებას სიონის საკათედრო ტაძარში დაესწრო
12-05-2017, 05:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II გადაიხადა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა, წმინდა მოციქულის ხსენების დღე მიულოცა და მის ღვაწლზე ისაუბრა.

 


ღვთისმსახურებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

 


თავდაცვის უწყების ცნობით, მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებსა და სრულიად საქართველოს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მიულოცა. „ვულოცავ სრულიად საქართველოს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს. მისი ქადაგების ძალა და მადლი გვანმტკიცებს ჩვენ ქრისტიანულ მრწამსში და, ღვთის წყალობით, მომავალ თაობებსაც განამტკიცებს რწმენაში“, აღნიშნა ლევან იზორიამ.

 


სიონის საკათედრო ტაძარში განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრები, მღვდელმსახურები და მრევლი იმყოფებოდნენ.

 


წმიდა ანდრიას უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომაც პირველწოდებული ეწოდა. მაცხოვრის პირველი მოციქული, პეტრე მოციქულის ძმა, საქართველოში უფლის მცნებების საქადაგებლად უშუალოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დავალებით გამოემართა. უფლის მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პეტრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა.

 


ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს - 12 მაისი წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღეა, ხოლო 13 დეკემბერი - გადაცვალების.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი