საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში, ესტონელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო
12-05-2017, 05:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში, ესტონელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილს იური რატასმა სტენბოკის სასახლეში უმასპინძლა.

 


საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ძირითადი თემები არაერთ სფეროში საქართველო-ესტონეთის ორმხრივი თანამშრომლობის წარმატებული განვითარება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი იყო. საქართველოს პრემიერ მინისტრმა ესტონეთს წარმატებები უსურვა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებაში, რომელსაც ქვეყანა უახლოეს მომავალში დაიწყებს.

 


გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ესტონეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტად აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერის გამოცხადებას და იმედოვნებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი პრაქტიკული და ხელშესახები შედეგებით დასრულდება. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ყველა ის პოლიტიკური და მატერიალურ-ტექნიკური შედეგი, რომელიც შეიძლება, სამიტს მოჰყვეს.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ესტონეთს საქართველოს ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ამ კონტექსტში პრემიერმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია.

 


მხარეების შეფასებით, 2017 წელი მნიშვნელოვანია ორმხრივ ურთიერთობებშიც, რადგანაც წელს აღინიშნება საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავი. პრემიერ მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მრავალი მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკა; ასევე, ისაუბრეს პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

 


გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არსებული თანამშრომლობა სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასთან, რომელიც ესტონურ მოდელზე დაფუძნებულ საგადასახადო რეფორმას, მეწარმეობის ხელშეწყობას, ელექტრონულ მმართველობას და საგანმანათლებლო რეფორმას მოიცავს.

 


პრემიერ მინისტრებმა ისაუბრეს სამეცნიერო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ასევე "სტარტაპების" ხელშეწყობის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალზე.

 


შეხვედრისას, ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

 


შეხვედრის შემდეგ, იური რატასმა ქართველ კოლეგას სტენბოკის სასახლე დაათვალიერებინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი